Virtual EQ Café - Reconnecting with Purpose

ვირტუალური EQ Café — კავშირი საკუთარ მიზანთან

Reconnecting with Purpose

შეხვედრას უძღვება Six Seconds-ის ქსელის ლიდერი საქართველოში, ნუცა ბახტაძე. LinkedIn პროფილი

ჩვენ ხშირად გვგონია, რომ ცხოვრებისეული მიზნის საპოვნელად სწორი პროფესია უნდა ავირჩიოთ, მნიშვნელოვან საქმეს მივაგნოთ ან მომავალი კარგად დავგეგმოთ.

მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გვინდოდა? შეიძლება საკუთარ გადაწყვეტილებებში ეჭვი შეგვეპაროს და ვიფიქროთ, რომ გზას ავცდით.

სინამდვილეში, საკუთარ მიზანთან კავშირის პოვნა ყოველთვის ახალი გეგმის შედგენა არაა, პირველი ნაბიჯი საკუთარი ემოციების მოსმენაა.

რას გვეუბნებიან ჩვენი ემოციები იმაზე, რაც ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია?

ჩვენი გრძნობები, მათ შორის უსიამოვნო ემოციებიც, ხშირად მიგვანიშნებს ჩვენს საჭიროებებზე, ღირებულებებსა და იმაზე, რასაც ცხოვრებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

Six Seconds-ის EQ Café - Reconnecting with Purpose სწორედ ამ კავშირს ეძღვნება.

შეხვედრა ეფუძნება Six Seconds-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯოშუა ფრიდმანის წიგნში Emotion Rules წარმოდგენილ ემოციებისა და საჭიროებების მოდელს.

ერთად გამოვიკვლევთ, როგორ უკავშირდება ჩვენი ემოციები უსაფრთხოების, მიკუთვნებულობის, ავტონომიის, მიღწევის, მნიშვნელობისა და განვითარების საჭიროებებს.

შემდეგ დავფიქრდებით, რა გვსურს შეიცვალოს ჩვენს გარემოში, რაზე შეგვიძლია გავლენის მოხდენა და როგორ შეიძლება ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები ყოველდღიურ ქმედებებად ვაქციოთ.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩამოაყალიბონ საკუთარი Noble Goal - კეთილშობილური მიზნის პირველი მონახაზი და განსაზღვრონ ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომლის გადადგმაც ახლავე შეუძლიათ.

რას გამოვიკვლევთ შეხვედრაზე?

·         რას მეუბნებიან ჩემი ემოციები და რა საჭიროებები შეიძლება იდგეს მათ უკან?

·         რატომ შეიძლება გამიჭირდეს საკუთარ მიზანთან კავშირის შენარჩუნება?

·         რა არის ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მსურს მისი გაძლიერება ჩემს გარემოსა და საზოგადოებაში?

·         რა შემიძლია გავაკეთო დღეს იმისთვის, რომ ჩემი ღირებულებები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვხატო?

ეს არ იქნება ტრადიციული ლექცია. შეხვედრა მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ფიქრს, საუბარსა და გამოცდილების გაზიარებას.

მიზანი არ არის, 40 წუთში ცხოვრების ყველა კითხვას ვუპასუხოთ. მიზანია, უკეთ გავიგოთ საკუთარი თავი და აღმოვაჩინოთ, რა ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია იმ მიმართულებით, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ვისთვის არის განკუთვნილი?

ყველასთვის, ვისაც სურს უკეთ გაიგოს საკუთარი ემოციები, გააცნობიეროს პირადი ღირებულებები და განივითაროს ემოციური ინტელექტი.

წინასწარი ცოდნა ან გამოცდილება საჭირო არ არის.

რა არის EQ Café?

EQ Café არის საერთაშორისო ორგანიზაცია Six Seconds-ის მიერ შექმნილი უფასო, ინტერაქციული ვორკშოპის ფორმატი, რომელიც მონაწილეებს ემოციური ინტელექტის პრაქტიკაში გამოკვლევის შესაძლებლობას აძლევს.

შეხვედრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უძღვებიან Six Seconds-ის სერტიფიცირებული ქსელის ლიდერები.

EQ Café აერთიანებს სხვადასხვა პროფესიისა და გამოცდილების ადამიანებს. აქ მონაწილეები ერთმანეთს უსმენენ, აზრებს ცვლიან და ყოველდღიური ცხოვრებისთვის სასარგებლო აღმოჩენებს აკეთებენ.

რატომ ვატარებთ EQ Café-ს?

იმიტომ, რომ ემოციური ინტელექტი მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის. ეს არის უნარები, რომელთა განვითარებაც შესაძლებელია პრაქტიკით.

EQ Café ქმნის სივრცეს, სადაც ადამიანები ერთად სწავლობენ, უკეთ იცნობენ საკუთარ თავს და ამყარებენ ადამიანურ კავშირებს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართული თითოეული შეხვედრა Six Seconds-ის საერთო ხედვას ემსახურება - ერთმა მილიარდმა ადამიანმა პრაქტიკაში გამოიყენოს ემოციური ინტელექტი.


Virtual EQ Café - Reconnecting with Purpose

Format:Virtual

Start Date:Oct 29, 2026

Time:08:00 PM, Asia/Tbilisi

Facilitator:Nutsa Bakhtadze

Schedule Details

40-წუთიანი ინტერაქციული შეხვედრა ემოციური ინტელექტის შესახებ.

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: [email protected]


View in My Time Zone


Free
View Details

Prerequisite

შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აინტერესებს ემოციური ინტელექტი და საკუთარი თავის უკეთ გაცნობა.

Who Should Join

ყველასთვის, ვისაც სურს უკეთ გაიგოს საკუთარი და სხვების ემოციები, განივითაროს ემოციური ინტელექტი და მიღებული ცოდნა გამოიყენოს როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში.

Six Seconds is a community of changemakers contributing to a world of insight, connection, and purpose.

We think the world would be a better place if a billion people were practicing the skills of emotional intelligence (EQ). So, we research and share scientific, global, transformational tools & methods to support that goal.

Copyright ©Six Seconds. All Rights Reserved.